საჯარო მმართველობის ინსტიტუტების საზოგადოებასთან ურთიერთობის ეფექტიანობის ამაღლების მეთოდები
No Thumbnail Available
Date
2025
Authors
Journal Title
Journal ISSN
Volume Title
Publisher
თბილისი
Abstract
Description
წინამდებარე სადოქტორო ნაშრომი შეისწავლის საჯარო მმართველობის ინსტიტუტების საზოგადოებასთან ურთიერთობის ეფექტიანობას. კვლევა ყურადღებას ამახვილებს სახელმწიფო სტრუქტურების მიერ გატარებული რეფორმების საკომუნიკაციო ასპექტებზე, საზოგადოებრივ აღქმაზე და უკუკავშირის მექანიზმებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიული მმართველობის გამჭვირვალობას და სამოქალაქო ჩართულობას.
ნაშრომი მიმოიხილავს საჯარო მმართველობაში საზოგადოებასთან
ურთიერთობის ისტორიულ განვითარებას, პოლიტიკურ პიარს, ინფორმაციის გავრცელებისა და პროპაგანდის გამიჯვნის საკითხებს. კვლევა ეფუძნება როგორც თეორიულ, ასევე ემპირიულ ანალიზს, რომელიც მოიცავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს,
ქალაქ თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის პრაქტიკის შეფასებას.
კვლევის ძირითადი მიზანია საჯარო სამსახურების კომუნიკაციის პროცესების ეფექტიანობის შეფასება, სამიზნე აუდიტორიის ინფორმირებულობის ხარისხის დადგენა და სახელმწიფო რეფორმების მიმართ საზოგადოებრივი დამოკიდებულების ანალიზი. გამოყენებულია თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდები, მათ შორის ჩაღრმავებული ინტერვიუები და კონტენტანალიზი.
Keywords
საჯარო მმართველობა, საზოგადოებასთან ურთიერთობა